სსიპ ბესიკ ხულორდავას
სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო
სკოლის
მათემატიკის კლუბის „ პირამიდა“ ხელმძღვანელს
ბატონ ვაჟა წულაიას
ამავე სკოლის კლასის
მოსწავლის/მასწავლებლის/მშობლის
მათემატიკის კლუბის „ პირამიდა“ ხელმძღვანელს
ბატონ ვაჟა წულაიას
ამავე სკოლის კლასის
მოსწავლის/მასწავლებლის/მშობლის
საკონტაქტო მონაცემები
განცხადება
გავეცანი კლუბის წესდებას
და მიზნებს, რომელსაც ვიზიარებ და ვეთანხმები.
გთხოვთ გამაწევრიანოთ მათემატიკის კლუბში.
გთხოვთ გამაწევრიანოთ მათემატიკის კლუბში.
განმცხადებელი:
თარიღი:
დევიზი:
,,დავიპყრობთ
მწვერვალებს.’’...............
სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის
მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს
საჯარო სკოლის
მათემატიკის
მოყვარულთა კლუბი,,პირამიდა’’
წესდება
1.ზოგადი დებულებები:
1.1. წინამდებარე წესდება (შემდგომში წესდება) განსაზღვრავს სკოლის მათემატიკის მოყვარულთა ,,პირამიდა’’ კლუბის
კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღანელის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს
1.2. მათემატიკის მოყვარულთა კლუბი ,,პირამიდა’’ კლუბი არის
სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო
სკოლის, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული, და პედაგოგიური საბჭოზე დამტკიცებული კლუბი,
რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა მასობრივ, გამიზნებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ-საგანმანათლებლო აქტივობებში და ხელსუწყობს ფორმალური განათლების განმტკიცებას.
1.3. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
1.4. სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის მოყვარულთა კლუბი ,,პირამიდა’’ კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას,
1.5.
კლუბი ჩამოყალიბებულია 2019 წლის პირველი
სემესტრის დასასრულამდე.
1.6. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი.
1.7. კლუბის მისამართი საქართველო,მარტვილის რაიონი სსიპ ბესიკ ხულორდავას
სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას, გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში, მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის, ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით, კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას, განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისათვის, მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვითშეფასება, შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება და სამომავლო მიზნების დასახვა, გახდნენ უფრო მოტივირებულნი.ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
2.2 კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად.
2.3 კლუბი მუშაობას იწყებს 2019 წლის სექტემბრის
თვეში.
2.4 მათემატიკის მოყვარულთა კლუბი „პირამიდა“-ს მუშაობის წესი:
კლუბის მეცადინეობა იმართება კვირაში ერთჯერ, ერთი სამუშაო შეხვედრა გრძელდება 2 აკადემიური საათი. საკლუბო მუშაობა კი გრძელდება სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულამდე.
2.5 კლუბის მეცადინეობაზე ხდება სახალისო, ლოგიკური, საინტერესო ამოცანების ამოხსნა ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
ერთობლივად შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების , კვირეულის დაგეგმვა, სასწავლო პროექტები და მათი განხორციელება.
ოლიმპიადისთვის მზადება.
2.6 კლუბის სამუშაო პერიოდი:
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრს
ბ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.
2.7 კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:
კლუბის მიერ შემუშავებული წესის დაცვა, კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა,ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა
2.8 კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და მისი წევრი შეიძლება გახდეს სსიპ
ბესიკ ხულორდავას სახელობის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის ყველა
მსურველი მოსწავლე რომელიც გამოირჩევა მათემატიკის სიყვარულით და ინტერესდება მათემატიკის უკეთ შესწავლით.
მოსწავლეთა მიღება კლუბში ხდება შესაბამისი განაცხადის წარდგენისა და კლუბის კურატორთან გასაუბრების საფუძველზე. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის. წინამდებარე წესდება ცნობილი იქნება მოსწავლეთთათვის კლუბის შემადგენლობის დადგენამდე.
2.8 კლუბს ხელმძღვანელობს მათემატიკის პედაგოგი ვაჟა წულაია, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას .ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
2.9 მოსწავლეთა წახალისებისა და დასჯის მექანიზმები:
მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:
§ სიგელს შესაბამისი აქტივობისთვის
§ მადლობის წერილს მშობელთან
§ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოსწავლე დაჯილდოვდეს ფასიანი საჩუქრით
§ მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 5-ჯერ არასაპატიოდ გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან
მათემატიკის კლუბი ,,პირამიდა'' | ||||
N | კურატორი მასწავლებელი: | ვაჟა წულაია | ||
მოსწავლეთა რაოდენობა: 17 VII - IX კლასი | ||||
კლუბის შეხვედრის განრიგი | შეხვედრის დრო | შეხვედრის საათი | ხანგრძლივობა | |
1 | პირველი შეხვედრა | 20-28 სექტ.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
2 | მეორე შეხვედრა | 1.10.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
3 | მესამე შეხვედრა | 8.10.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
4 | მეოთხე შეხვედრა | 15.10.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
5 | მეხუთე შეხვედრა | 22.10.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
6 | მეექვსე შეხვედრა | 29.10.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
7 | მეშვიდე შეხვედრა | 5.11.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
8 | მერვე შეხვედრა | 12.11.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
9 | მეცხრე შეხვედრა | 19.11.2019 | 15 : სთ | 60 წთ |
მათენმატიკის კლუბის ,,პირამიდა'' სამუსაო გეგმა-კალენდარი | |||||
2019წ I სემესტრი | |||||
N | შესასრულებელი საკითხი | შესრულების დრო | შეხვედრის მიზანი | შენიშვნა | |
1. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. | 20-28 სექტემბერი 2019წ | ||||
2. კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე. | |||||
1 | 3. კლუბისთვის სახელწოდების, სლოგანისა და ლოგოს შერჩევა. | ||||
4. კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა დამტკიცება. | |||||
5. ლიდერი მოსწავლის არჩევა. | |||||
2 | ნატურალურ რიცხვების გაყოფასთან დაკავშირებული საკითხები. | 1.10.2019 | მოსწავლეებმა განავითარონ ნატ.რიცხვების გაყოფის უნარ ჩვევები. | ||
მრავალნიშნა რიცხვების სამნიშნა რიცხვზე გაყოფის ალგორითმი. | |||||
3 | ü რომაული თვლის სისტემა. | 8.10.2019 | მოსწავლეები გაეცნობიან რომაულ ციფრებს,იმსჯელებენ ათობითი პოზიციური სისტემის უპირატესობაზე,სხვა რიცხვით სისტემებთან შედარებით. | ||
4 | ü რა არის განტოლება. | 15.10.2019 | მოსწავლეებმა შეიქმნან წარმოდგენა განტოლებაზე ,როგორც ცვლადის შემცველ ტოლობაზე. | ||
5 | ü მათემატიკური ენა. | მოსწავლეებმა განივითარონ ,,ყველა,თითოეული,ზოგიერთი ერთ-ერთი,არცერთი,“რიცხვითი კანონზომიერებით მსჯელობისას ისწავლონ ზოგადი მიმართულებების გამოყენება. | |||
ü მათემატიკური ფორმულები,გამონათქვამები. | 22.10.2019 | ||||
ü ერთი მაინც გამონათქვამის უარყოფა. | |||||
6 | ü შემთხვევითი მოვლენის სიხშირე და ალბათობა. მონაცემთა საშუალო მოდა, მედიანა ,დიაპაზონი. | 29.10.2019 | მოსწავლეებმა განასხვავონ თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემები.გამოიმუშაონ ელემენტარული ანალიზის უნარ-ჩვევები. | ||
7 | მეტრული სისტემა. | 5.11.2019 | მოსწავლეებმა განივითარონ სიგრძისა და მასის სხვადასხვა საზომი ერთეულებით გამოსახვა. | ||
8 | მათემატიკური ვიქტორინა ,,ვინ უკეთ“. | 12.11.2019 | მოსწავლეებმა გამოავლინონ მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. | ||
9 | შემაჯამებელი სამუშაო. | 19.11.2019 |
სოფელ სალხინოს
საჯარო სკოლის
მათემატიკის მოყვარულთა
კლუბი ,,პარამიდა’’
სხდომის ოქმი N1
მარტვილი. სოფ. სალხინო
20.09.2019
სხდომას ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები:
1.
ვაჟა წულაია -მათემატიკის პედაგოგი
2.
მილედი თოდუა - -მათემატიკის პედაგოგი
3.
ნუნუ სილაგავა - დირექტორი, დირექციის წევრი
4.
ქეთო ცაავა - სამეურვეო საბჭოს თავ-რე
5.
თამარ გულორდავა - პედაგოგი, მშობელი
6.
ნანა კობერიძე - მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი
7.
გია ბასილაია-
დირექტორის მოადგილე
სხდომის თავ-რე: გია ბასილაია
მდივანი: ნანა კობერიძე
სხდომის დღის წესრიგი:
საკითხი 1.
სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის
მათემატიკის მოყვარულთა კლუბის ,,პარამიდა’’
ჩამოყალიბება
და წესდების დამტკიცება
საკითხი 2. სამუშაო კალენდარის დამტკიცება
საკითხი 3. კლუბის ხელმძღვანელის არჩევა
კენჭისყრა დღის წესრიგის საკითხების დამტკიცების შესახებ
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაადგინეს: მიღებულ იქნას დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით
საკითხი 1.
. სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის
მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის მოყვარულთა კლუბის ,,პარამიდა’’ ჩამოყალიბება და წესდების დამტკიცება
მომხსენებელი: ვაჟა წულაია
- საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი
მოისმინეს:
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ვაჟა წულაიას ინფორმაცია სსიპ ბესიკ ხულორდავას
სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის
,,პირამიდა’’ ჩამოყალიბებისა და წესდების დამტკიცების შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვაჟა წულაიამ მიმართა
ჯგუფის წევრებს კენჭი ეყარათ სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის ,,პირამიდა’’ ჩამოყალიბებისა და წესდების დამტკიცების
შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
საკითხი 2. სამუშაო კალენდარის დამტკიცება
მოისმინეს:
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ვაჟა წულაიას ინფორმაცია სსიპ ბესიკ ხულორდავას
სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის
,,პირამიდა’’ სემესტრული კალენდრის შესახებ ინფორმაცია.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვაჟა წულაიამ მიმართა
ჯგუფის წევრებს კენჭი ეყარათ სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის ,,პირამიდა’’ სემესტრული კალენდრის
დამტკიცებაზე.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
საკითხი 3. კლუბის ხელმძღვანელის არჩევა
მოისმინეს: საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის მოხსენება მათემატიკის კლუბის ,,პირამიდა’’ ხელმძღვანელად
ვაჟა წულაიას არჩევის შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა თხოვნით მიმართა
ჯგუფის წევრებს კენჭი ეყარათ მატემატიკის კლუბის ,,პირამიდა’’ ხელმძღვანელად ვაჟა წულაიას
არჩევისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
დაადგინეს:
1.
დამტკიცდეს სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის
მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის ,,პირამიდა’’ ჩამოყალიბება
და წესდება ( თან ერთვის)
2.
დამტკიცდეს მათემატიკის კლუბის ,,პირამიდა ’’სამუშაო სემესტრული კალენდარი (თან ერთვის)
3.
არჩეულ იქნას სსიპ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის
სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მათემატიკის კლუბის ,,პირამიდა’’ ხელმძღვანელად ვაჟა
წულაია.
4.
დაევალოს კლუბის ხელმძღვანელს მოამზადოს კლუბის დოკუმენტაცია,
რათა გადასცეს სკოლის დირექტორს სამეურვეო
საბჭოსთან შესათანხმებლად და პედაგოგიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
სხდომის თავ-რე:
გ.ბასილაია
მდივანი:
ნ.კობერიძე
No comments:
Post a Comment